Смотреть в Telegram
ჯაბა ჟვანიას ინტერვიუ ალექსანდრე ფალავანდიშვილთან. თემა: ვაქცინაცია, იძულება და Сovid-რეგულაციები http://geworld.ge/ge/aleqsandre-falavandishvili-tu-davakvirdebit/ - ბატონო ალექსანდრე, რამდენიმე დღის წინ იფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თამაზ ცერცვაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კი ვაქცინაციის პროცესი მომავალშიც დაბალი ინტენსივობით გაგრძელდება, სახელმწიფომ შეიძლება, მოქალაქეთა იძულების გარკვეულ ფორმებზე იფიქროს. ეს ფაქტობრივად პირველი ღია განცხადება იყო ამ კონტექსტში, აქამდე პირიქით, გვესმოდა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია... რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე, რეალურად რა გათვლები შეიძლება, იყოს მსგავსი რიტორიკის მიღმა და რა ფორმით შეიძლება, სახელმწიფომ აიძულოს ადამიანები, გაიკეთონ ვაქცინა? - დიდი მადლობა დრო რომ დამითმეთ, ასევე მსურს განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო თქვენი მკითხველისადმი. თქვენს კითხვაზე კი ასე გიპასუხებდით - დასაწყისისთვის, ვფიქრობ, აუცილებელია, რომ ყველამ დავგმოთ იძულების ნებისმიერი ფორმა, უკვე არასწორია როცა რაღაცას ძალით გაკეთებინებენ. მნიშვნელობა არ აქვს ეს იძულება უკვე ხორციელდება, თუ ჯერ მხოლოდ საუბრის დონეზეა. ამაზე საუბარიც კი მიუღებელია. ის კი არა, ისეთი ოდიოზური ორგანიზაციაც კი როგორიც გაეროა არ ითხოვს ვაქცინაციის იძულებითობას. არ ვიცით კულუარებში რას მოითხოვენ ჩვენი მთავრობისგან და ეპიდემიოლოგებისაგან, მაგრამ ფაქტია, რომ საჯარო განცხადებების დონეზე ჯანმო აფიქსირებს, რომ მოქალაქეების იძულება არ უნდა მოხდეს ახლა რაც შეეხება ბატონი ცერცვაძის მიერ გაკეთებულ კონკრეტულ განცხადებას, მოსახლეობის შესაძლო იძულებასთან დაკავშირებით, ძნელი სათქმელია, ეს განცხადება საზოგადოების შესამზადებლად გაკეთდა, მომავალში დაგეგმილი გარკვეული ღონისძიებებისთვის, თუ სხვა რამე მიზნით, მაგრამ ფაქტი ერთია, - აქამდე ჩვენ გვესმოდა სულ სხვა რამ, რომ არავითარი ძალდატანება არ იქნებოდა, არვითარი იძულება და ა.შ. თავიდან გაჩნდა აზრი, რომ შეიძლება ეს წამოცდენაც კი იყო, მაგრამ შემდგომმა მოვლენებამ დაგვანახა, რომ, ალბათ, უფრო შეგნებულად ითქვა ეს და მიზანი ხალხის რეაქციების მოსინჯვა იყო. ამას ადასტრუებს ისიც, რომ მერე და მერე ინტერნეტში სხვა შეფასებებიც გავრცელდა. მაგალითად, ბატონი ამირან გამყრელიძის განცხადება წავიკითხე, სადაც ის ამბობს, რომ აცრილი ადამიანები გარკვეული ფორმით უნდა წახალისდნენ, ხოლო აუცრელ ადამიანებს გარკვეულ ადგილებში შესვლა შეეზღუდოთ... ჩემი აზრით, ეს რიტორიკა, როგორც მინიმუმ, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. - მათ შორის თენგიზ ცერცვაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საზოგადოების დასარწმუნებლად ვაქცინაციის აუცილებლობაში? როგორ ფიქრობთ, ეს „დარწმუნება“ როგორ და რანაირად შეიძლება, განხორციელდეს? - რაც შეეხება დარწმუნებას, ვფიქრომ, ამაში საგანგაშო არაფერია, თუ, რა თქმა უნდა, ეს "დარწმუნება" მოხდება აკადემიური ფორმით და არა აგრესიული პროპაგანდით. პირიქით, ჩვენი სურვილი სწორედ ის არის, რომ ამ საკითხში მეტი ნათელი შევიდეს და გაირკვევს რა როგორ არის. მაგრამ, მსურს თქვენი ყურადღება მთავარ დეტალზე გავამახვილო - ბატონი ცერცვაძე დარწმუნებასა და იძულებაზე ერთ წინადადებაში გვესაუბრება, ეს ფაქტობრივად დაცინვაა საზოგადოების. "დამიჯერე, თორემ გაიძულებ" არ არის ის საუბრის ფორმა, როგორი სტანდარტითაც უნდა ესაუბრებოდეს ჩინოვნიკი მოქალაქეს. ამაზე საზოგადეობის რეაქციაც შესაბიმის იქნება. გავაგრძელოთ იძულების თემა, ცხადია, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ვიღაც მოვა, გაგვკოჭავს და ძალით გაგვიკეთებს ნემსს, ეს ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ რეალურად ამ ყველაფრის განხორციელება სხვა ფორმითაცაა შესაძლებელი. ეს შეიძლება, იყოს რამე დისკომფორტის შექმნა გარკვეულ მომსახურბებეში, სამსახურებში, სავაჭრო ცენტრებში, შეზღუდვა იგივე გადაადგილებაში... ვფიქრობ, დისკრიმინაციაა ამ ე.წ. კოვიდპასპორტების თუ ცნობების გაცემაც. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო იყო ამირან გამყრელიძის ამასწინდელი განცხადება, რომელმაც აღნიშა, რომ რესტორნები შეიძლება, გარკვეული შეღავათებით მოემსახურონ აცრილ ადამიანებს... სინამდვილეში ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ორჯერ გაძვირდება მათთვის, ვისაც ვაქცინა არ ექნება გაკეთებული. ანუ, ფაქტობრივად, აანონსებენ სტრატეგიას, რომლის მიზანიც არის აუცრელთა დისკრიმინაცია და ამ ამ ფორმით იძულება.
Telegram Center
Telegram Center
Канал