„დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული ოცნების ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას. მართალია, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და წინააღმდეგობის გაგრძელებას გეგმავს, მაგრამ გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის. ყველაფერი ამქვეყნად ღვთის ნებითაა. მთავარია ჩვენსა და უფალს შორის სინერგია შედგეს. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს საქართველო მშვიდობით, ამინ!“ — პატრიარქი ილია მეორე ქართულ ოცნებას „არჩევნებში გამარჯვებას“ ულოცავს
📣 17 ნოემბერს, კვირას, 18:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა და სტუდენტები ვიკრიბებით რუსთაველის მეტროსთან და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შევუერთდებით.
IBSU-ს სტუდენტური თვითმმართველობა და სტუდენტები ყოველთვის იდგა და იდგება ისტორიის სწორ მხარეს.!
ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც ქმნის ცვლილებებს და ნათელ მომავალს! ერთად ვაშენებთ უკეთეს გარემოს, სადაც თითოეული სტუდენტის ხმა ისმის და ფასდება.
"დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლექსო ლაშქარავას წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობაში მხილებულმა მსჯავრდებულებმა ციხე დატოვეს.
სასამართლო მათ მიმართ გამოყენებულ სანქციაში ისედაც ლმობიერი იყო და საქმის განხილვისას მოუხსნა ერთი მუხლი, რომელიც უფრო მძიმე სანქციას ითვალისწინებდა. ამის გამო მათ ციხე 2025 წლის ზაფხულში უნდა დაეტოვებინათ.
იმ მუხლზე, რომელზეც სასჯელს იხდიდნენ, ამნისტია წესით არ უნდა გავრცელებულიყო. საინტერესოა, სხვა რა საფუძვლით მიიღეს მათ შეღავათები. ამ კითხვით საჯაროდაც მივმართავთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და დამატებით წერილობითაც მივწერთ.
ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა 5 ივლისის მოვლენების სრული გამოძიება იყო და არა უკვე დასჯილი პირების შეღავათები. ძალადობის ორგანიზატორები ისევ დაუსჯელები არიან" | წერს საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში