View in Telegram
თუმცა, საერთო ჯამში მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე, - რამდენის უფლებასაც მივცემთ მათ ჩვენ, - საზოგადოება, იმდენი გაუვათ. ამიტომ არის ზუსტად მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოება იყოს ერთიანი და დისკრიმინაციის პირველივე გამოვლინებაზე გვქონდეს შესაბამისი რეაქცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთს მეორე მოყვება, მეორეს მესამე და შეიძლება, საერთოდ მაღაზიაში შესვლისა და მუშაობის უფლებაც კი წაგვართვან და ულუკმა-პუროდ დაგვტოვონ... - ამ დღეებში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მესამე ტალღა გამოცხადდეს. ხომ არ ფიქრობთ, რომ მსგავსი განცხადებები გარკვეულწილად იმ მიზანსაც ემსახურება, რომ საზოგადოება დააშინონ და ამითაც გარკვეულწილად გაზარდონ ვაქცინაციის ტემპი? - საერთოდ, თუ დააკვირდებით, ეს დაშინებები, რომ შეიძლება, მესამე ტალღა გამოცხადდეს, კუბოებს ვერ დავითვლით და ა.შ. ძალიან საეჭოდ „ემთხვევა“ ხოლმე აღდგომას, შობას... ჩემი აზრით, ეს უკვე ძალიან დიდ ეჭვებს აჩენს. რაც შეეხება ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების განცხადებებს, რომ კი, ვაქცინას შეიძლება, გვერდითი მოვლენები ახასიათებდეს, მგრამ, თურმე, ფატალური შედეგის საფრთხე მინიმალურია, ჯერ ერთი ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, თავისთავად კორონა ვირუსით გარდაცვლილი ადამიანების პროცენტული მაჩვენებელიც 1%-ზე ნაკლებია, (გერმანიის კვლევა ადასტურებს, რომ 0,43%-ს არ სცდება), და მეორე, ვფიქრობ, ვირუსი, ასეთი მასშტაბებითაც კი, არ უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ ეკონომიკა გააჩერო, ჩამოშალო და პრაქტიკულად ქვეყანა გაყინო... - მოდი, კონკრეტულად ვაქცინაზე ვისაუბროთ, პირადად თქვენთვის რითია ის მიუღებელი? - რამდენიმე ფაქტორს დავასახელებ. პირველი, რის გამოც ჩემთვის მთელი ეს პროცესი და კონკრეტულად ვაქცინაცია ეჭვებს აჩენს, არის ის, რომ ის რეკომენდებულია ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, - ორგანიზაციის, რომელმაც მამათმავლობა ნორმად, ხოლო სიყვარული ავადმყოფობად გამოაცხადა. და ამ არც ისე საშიში პანდემიის სახელით ქვეყნები გაგვიჩერა, ეს ზოგადად. ახლა მეორე, - ცნობილია, რომ ნებისმიერი ვაქცინის შექმნას სჭირდება რამდენიმე წელი, მათ შორის საკმაოდ დიდი დრო ჭირდება მის გამოცდას და ა.შ. ამ კონკრეტულ პრეპარატებს ეს ყველაფერი არ გაუვლიათ და ვერც გაივლიდნენ, იმიტომ რომ ასეთ მცირე დროში ეს უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია. სხვათა შორის, ამას ისინი არც მალავენ. თუმცა მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რის გამოც ეს პრეპარატები მიუღებელია, არის მათი შემადგენლობა, მათი შექმნის პროცესში დარღვეული ბიოეთიკური საკითხები... -რას გულისხმობთ? - ვგულისხმობ იმას, რომ ამ ვაქცინების შექმნაში გამოყენებულია ემბრიონის ბიოლოგიური მასალა. აქამდე ეს ინფორმაცია რაღაც მოარულ ხმასავით იყო, მაგრამ ამასწინათ პაატა იმნაძემ ის ერთ-ერთ გამოსვლაში დაადასტურა. ანუ, პრეპარატი დამზადებულია აბორტის დროს მოკლული მუცლად მყოფი ბავშვის უჯრედოვანი ქსოვილებით, რომლის გამრავლებაც მოხდა კლონირებით და ამ ქსოვილებში გაზრდილმა ვირუსებმა უნდა იმოქმედონ ანტივირუსად... ვფიქრობ ეს ნებისმიერი ქრისტიანისთვის, ნებისმიერი ზნეობრივი ადამინისთვის უნდა იყოს წითელი ხაზი. ამიტომ არის ასეთი ვაქცინები, პირადად ჩემთვის კატერგორიულად მიუღებელი - არ მინდა ისეთი ჯანმრთელობა, რომლის დაცვაშიც მოკლული ბავშვის ორგანიზმია გამოყენებული... თმცა იგივე პაატა იმნაძემ იმავე განცხადებაში თქვა, რომ არსებობს ჩინური ვაქცინებიც, რომელთა შექმნაშიც ეს ცოდვიანი მანიპულაციები არ განუხორციელებიათ, რა თქმა უნდა, მე არც მათ გაკეთებას ვაპირებ, მაგრამ მათ მიმართ ისეთივე კატეგორიული დამოკიდებულება, ბუნებრივია, არ მექნება. წმ სინოდმაც ხომ ასე განაჩინა: 1. არ უნდა იყოს იძულება და დისკრიმინაცია ამის საბაბით და 2. მკურნალობა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქრისტიანულ მორალს. - დასაწყისში თქვით, რომ ვაქცინაციის პროცესში ადამიანების იძულების პირველივე გამოვლინებაზე საზოგადოებას ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს. თქვენი აზრით, კონკრეტულად რა შეიძლება, ხალხმა ასეთ შემთხვევაში გააკეთოს? - ყოველ შემთხვევაში, „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ იმედი არ უნდა გვქონდეს, ეს კანონი, მოგეხსენებათ, მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა „ჩაგრული“ უმცირესობებია „მჩავრელი“ უმრავლესობისგან დასაცავი. სხვათა შორის, დისკრიმინაცია, საკმაოდ უხეში ფრომებით, მრევლზე უკვე განხორციელდა შარშან, როცა პირდაპირ გვიშლიდნენ სააღდგომო წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუმცა არავის ამაზე ყური არ შეუბერტყავს...
Telegram Center
Telegram Center
Channel