❗️🇬🇪 ნაცსექტას ახასიათებს "თავმდაბლობა" და დემენცია, შესაძლოა ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი ვერც კი მიაწერონ საკუთარ "საგმირო" ქმედებებს. ვერც მე გავიხსენებ ყველაფერს, ამიტომ რაც მეხსიერებაში მაქვს მყარად ჩაბეჭდილი იმას შემოგთავაზებთ:
✅ 2004 წლის მარტში, მოსკოვიდან სააკაშვილის დაბრუნებისთანავე ეროვნული სახელმწიფო უშიშროების აკადემიის გაუქმება და სპეცსამსახურების სისტემაში პროფესიონალების "კმარელი ვარდოსანი რევოლუციონერებით" ჩანაცვლების პროცესი
✅ 2004 წლის მაისში თბილისში ФСБ-ს გენერალ-პოლკოვნიკ რუშაილოს ვიზიტის შემდეგ ცხინვალის რეგიონზე განხორციელებული სამხედრო-პოლიციური "ბლიც-კრიგი", სამაჩაბლოს დე-ფაქტო რეინტეგრაციული პროცესის ჩამოშლა, რეგიონში რუსი "მშვიდობისმყოფელის" შეყვანა, მსხვერპლი, ქართველი პოლიციელების დამცირება
✅ 2005 წლის თებერვალი - პრემიერ-მინისტრ ჟვანიას "გაზით გაგუდვა"
✅ 2006 წლის გაზაფხული - "ციხის ბუნტის" იმიტირება, უამრავი მოკლული და დასახიჩრებული
✅ 2006 წლის ზაფხული, კოდორის პროვოკაცია - რეგიონის სეპარატისტული აფხაზეთისთვის გადასაცემად მოსამზადებელი პერიოდი
✅ 2006 წლის შემოდგომა, რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა მასობრივი დეპორტაციის პროვოცირება, რამაც ადამიანური მსხვერპლი გამოიწვია
✅ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მის საბჭოურ საზღვრებში მოქცევა
✅ დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსის ნაწილის გაყიდვა
✅ 2006-2008 წ.წ. უკრაინიდან უვარგისი ჟანგიანი საბჭოთა სამხედრო ტექნიკის შესყიდვა, შემდგომში მასში გადახდილი თანხების "გათეთრების" მიზნით, აგვისტოს პროვოკაციის ინსპირირება, ომით ამ ჯართის ჩამოწერის მიზნით
✅ 2007 წლის შემოდგომა - საპროტესტო სამშვიდობო აქციების უსასტიკესი დარბევა, ტელეკომპანია "იმედის" შტურმით აღება და მისი კრიმინალური მითვისება
✅ 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გაყალბება
✅ 2008 წლის აგვისტო, რუსეთის სამხედრო პროვოკაციაზე მიზანმიმართული წამოგება, საკუთარ ტერიტორიაზე ომის წამოწყებაში აღიარებითი ჩვენება, მსხვერპლი, ქვეყნის 20%-ის ოკუპაციისთვის ხელშეწყობა
✅ 2008 წლის ოქტომბერი - ევრორეზოლუციით ომის დაწყებაში საკუთარი შეიარაღებული ძალების დადანაშაულება
✅ 2009 წელი - "მუხროვანის ამბოხის" ინსპირირება, უამრავი ოფიცრის დაპატიმრება
✅ 2009 წელი - წაგებულ ომში კონტრიბუციის სახით რუსეთისთვის უამრავი სტრატეგიული ეკონომიკური და ენერგეტიკული ობიექტის გადაცემა
✅ აგვისტოს ომით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად გამოყოფილი 4,5 მილიარდის წარმატებული ათვისება
✅ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მისაღებად ხმის მიცემა
✅ რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება
✅ 2011 წლის 26 მაისს საკუთარი მოსახლეობის უსასტიკესი სისხლიანი დარბევა
✅ 2011 წელი - "ჯაშუშების საქმის" ("ენვერი") ინსპირირება: დაჭერილი, ნაწამები და დახოცილი ქართველი ოფიცრები
✅ 2011 წელი - "ფოტოგრაფების საქმის" ინსპირირება
✅ შუალედებში - უამრავი ნაწამები, დაჭერილი, "გაქათამებული" და ჩახოცილი ჩვენი მოქალაქე
✅ რეჟიმის მთელი მოქმედების პერიოდში - ბიზნეს-რეკეტი, რეიდერული თავდასხმები, "ახევები", "გადაფორმებები"
✅ რეჟიმის მთელი მმართველობის პერიოდში - სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მოგულავე, განათლება-მიღებული, მფლანგველი, მოგზაური კრიმინალური კლანი
✅ ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციის უკლებლივ ყველა მუხლის დარღვევა, სტრასბურგის სასამართლოში უპრეცედენტო რაოდენობის საქმეების განხილვა
რა თქმა უნდა, ბევრი რამ გამომრჩებოდა, მაგრამ ამ ჩამოთვლილიდან გამომდინარეც - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას. წინ - "ნიურნბერგის" გარდაუვალი პროცესია. მოვემზადოთ.
@EURASIAEXpress 🧑💻 Подписаться | Прислать новость